მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალექსანდრე ძნელაძე ლარის გაუფასურებაზე: მგონია, რომ შოკური მოკლევადიანი ეფექტია

5ce6b3ee3b75d
სალომე მეცხვარიშვილი
23.05.19 21:10
746
"უფრო მგონია, რომ შოკური მოკლევადიანი ეფექტია", - ასე პასუხობს საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძე შეკითხვას ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებით.

"ლარის მოკლევადიან ცვლილებებზე უამრავი ფაქტორი შეიძლება მოქმედებდეს. ერთი ნაწილი შეიძლება იყოს თურქეთის გავლენა, ლირის კურსი და ეს გარკვეულ რეაქციას აძლევს და ეს არ არის გრძელვადიანი ეფექტი. ამასთან, იმპორტის გააქტიურება ხდება ხოლმე მაისში, დივიდენდების გაცემა, რაც გარკვეულად ზეწოლას ახდენს ხოლმე", - აცხადებს ძნელაძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები