საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, "ლიბერთი ბანკის" მიერ "ქართუს" შესყიდვასთან დაკავშირებით დადასტურებულად არის ცნობილი ის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ჯერჯერობით არის მხოლოდ დადასტურებული, რომ მოლაპარაკების რეჟიმი მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება ჩემთვის არ არის ცნობილი", - აცხადებს ძნელაძე.
კითხვაზე, რას გამოიწვევს ორი ბანკის გაერთიანება, მისი თქმით, ეს საბანკო ბაზარზე მესამე, სრულფასოვანი წევრის ჩამოყალიბებას გამოიწვევს.

























