მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალექსანდრე ძნელაძე: წელს სამშენებლო სექტორში მინიმალური ზრდა იქნება

5ca61c00df9f8
ლიკა გურაბანიძე
05.04.19 09:20
1586
„2019 წელს სამშენებლო სექტორში მინიმალური ზრდა იქნება, ხოლო იპოთეკური პორტფელის კლებას ამ ეტაპზე არ ველოდებით პირიქით, ამ მიმართულებით მცირე ზრდა არის მოსალოდნელი,“ - ამის შესახებ bm.ge-ს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

როგორც ძნელაძე განმარტავს, იმაზე საუბარი, რომ 2018 წელს იპოთეკურ სესხებზე ნაკლები დაფინანსება იყო და სამშენებლო სექტორში შემცირება ამ მიზეზით ხდებოდა, გადაჭარბებულია.

„სამშენებლო სექტორში შემცირებული პროცენტული მაჩვენებლის შემთხვევაში ორ კომპონენტებს აქვს მნიშვნელობა. შემცირება რის ხარჯზე ხდებოდა? - ეს დეველოპერების მხრიდან ახალი მშენებლობების შემცირებამ გამოიწვია? თუ ეს ზოგადად ინფრასტრუქტურული პროექტების შემცირება იყო? აქედან გამომდინარე საკითხი, რომ კარგად შევაფასოთ, მნიშვნელოვანია სიტუაციას მიკრო დონეზე შევხედოთ“ - განაცხადა ძნელაძემ.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, საბანკო რეგულაციები სამომავლოდ, ახალი მშენებლობების რაოდენობაზე აუცილებლად იმოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები