განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ბუფეტები გასაჯანსაღებელია და ჯანსაღი ცხოვრების წესის კუთხით ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.
„სკოლებში სისუფთავე მოწმდება რეგულარულად. მშობლებს აქვთ პრეტენზია, თუმცა თვითონ ოჯახებიც აძლევენ შვლებს არაჯანსაღი საკვების მიღების საშულებას. ყველას ერთად გვაქვს ბევრი საშუალება. სკოლის ბუფეტში, რომ ვერ ჭამოს ვთქვათ ბავშვმა ჩიფსი და სახლში ჭამოს, ამისგან უფრო ჯანმრთელი არ გახდება, სკოლის ბუფეტები გასაჯანსაღებელია და ჯანსაღი ცხოვრების წესის კუთხით ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი“, - განაცხადა მინისტრმა.

























