სასკოლო განათლებაში, შესაძლოა ელექტრონული წიგნების კონცეფცია დაინერგოს. როგორც მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, საკიტხზე სამინისტრო ტექნოლოგიურ კომპანიებთან მუშაობს და ელექტრონული წიგნების სისტემა არჩევითი იქნება.
ასევე როგორც მინისტრმა განაცხადა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სასკოლო ჩანთების შემსუბუქებაზეც მუშაობს, რაც მომავალი წლიდან დასაბეჭდ სასკოლო წიგნებს შეეხება.
„ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით, შევზღუდეთ ჩანთის ჯამური წონა. ასე რომ მომავალ სექტემბერში, 2017 წლიდან ვფიქრობთ რომ ჩანთები ბავშვებს ექნებათ უფრო მსუბუქი. ვმუშაობთ Microsoft-თან და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ ელექტრონული წიგნების კონცეფცია მოვსინჯოთ. ეს იქნება არჩევითი და ყველა ოჯახი თავად გადაწყვეტს, მისმა შვილმა ელექტრონული წიგნით ისარგებლოს თუ არა. მე ვფიქრობ რომ 21-ე საუკუნეში ორივე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ მოსწავლეს, - ელექტრონული წიგნიც, რომელიც ჩატვირთვადი იქნება კომპიუტერში და ასევე ქაღალდის წიგნი და შემდეგ გადაწყვეტილებას მიირებენ ოჯახები. ჩანთებს აუცილებლად შევამსუბუქებთ. ეს ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ეხება“, - განაცხადა მინისტრმა.

























