მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალექსანდრე მოწერელია: უკვე წელს თხილის ფასი 5 ლარია

5d51768515efc
თათია ჩაფიჩაძე
12.08.19 18:50
931
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, წლევანდელი თხილის მოსავალი გასული წლის მaჩვენებლებს მინიმუმ 2-ჯერ აღემატება.

როგორც მან „საქმიან დილაში“ განაცხადა, ამ დროისთვის ქართული თხილის ფასი 5 ლარია.

„სწორი ღონისძიებების განხორციელების შედეგად, წელს რა ამოცანაც გვქონდა, ის შევასრულეთ. მივიღეთ 40 ათასი ტონა თხილის მოსავალი. წინა წელს გვქონდა 17 ათასი ტონა, ფასიც იყო 1-1.5 ლარი, წელს უკვე ფასი 5 ლარია, ხარისხიც, შესაბამისად, მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

ორი პრობლემა გვქონდა, ფაროსანა და ასევე სოკოვანი დაავადებები. ყველა კერძო ნაკვეთებში სახელმწიფოს არ აქვს საშუალება რომ შევიდეს და ჩაატაროს წამლობა, ამდენად მოსახლეობის მიერ გადადმულმა ნაბიჯებმა პროცესი სწორად წარმართა. ასოციაციაში 10 ათასი ფერმერის გაწევრიანებას ველოდით და 28 ათასი გაწევრიანდა.

60 აგრონომი მოუმზადა სახელმწიფომ ასოციაციას, რომლებიც თვეში ორჯერ უფასოდ მიდიან მოსახლეობასთან და უწევენ კონსულტაციას, ამან გამოიღო შედეგი. მოსახლეობის აქტიურობა თხილის მოსავლის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი იყო“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში მოწერელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები