ალექსანდრე თოფურიამ UFC 312 -ის სადებიუტო ბრძოლა მოიგო და ოქტაგონზე კოლბი თიქნესი დაამარცხა. UFC 312, ავსტრალიაში, სიდნეიში, არენა Qudos Bank-ზე გაიმართა, სადაც 29 წლის თოფურიამ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. პირველ ორ რაუნდში ბრძოლა, ძირითადად, დგომში მიმდინარეობდა და ალექსანდრე კრივით ცდილობდა უპირტარესობის მოპოვებას, ხოლო მესამე რაუნდში თიქნესს ჭიდაობაშიც აჯობა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე მას შერეულ ორთაბრძოლებში 5 გამარჯვება და ერთი მარცხი ჰქონდა, ავსტრალიელისთვის კი ეს კარიერაში პირველ მარცხი გახლდათ, აქამდე მან 7-ჯერ გაიმარჯვა.
ბრძოლის დროს ალექსანდრე თოფურიას მისი ძმა, ილია თოფურია ეხმარებოდა, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია, ხოლო კოლბი თიქნესს რჩევებს ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი აძლევდა.
სპორტული გამოცემა Sporty Salaries-ზე დაყრდნობით, ქართველი სპორტსმენი გამარჯვების შედეგად, სავარაუდოდ 78 000 დოლარამდე გამოიმუშავებს. ამ თანხიდან UFC 312-ის საბაზისო ჰონორარი 12 000 დოლარს შეადგენს, სპონსორული შემოსავალი 4 ათასი დოლარია, საუკეთესო შესრულებისთვის ბონუსის ოდენობა კი 50 ათასი დოლარის ფარგლებშია. ამას ემატება PPV (pay-per-view), იგივე სამაუწყებლო გაყიდვების პროცენტული წილიც რაც სავარაუდოდ, სპორტსმენის შემოსავლებს კიდევ უფრო გაზრდის.
კოლბი თიქნესის შემთხვევაშიც, მისი გარანტირებული ანაზღაურება 12 000 დოლარი იქნება, რის შედეგადაც მისი საერთო შემოსავალი 78 000 დოლარამდე გაიზრდება.