მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალექსი პეტრიაშვილი BMG-ის გუნდს უერთდება

5ad6e36857b7a
BM.GE
18.04.18 10:13
3433
BMG -ის გუნდს ახალი თანაწამყვანი და მიმომხილველი ემატება. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ახალი ამპლუით და კარგად ნაცნობი თემებით “საქმიანი დილა”-ს თანაწამყვანი ხდება. ალექსი პეტრიაშვილი მაყურებლებისთვის ყოველკვირეულ მიმოხილვებს, ინტერვიუებს და ვიდეო ბლოგებს მოამზადებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე, მათ გავლენებზე მსოფლიო ეკონომიკაზე და გლობალურ წესრიგზე.
საქართველოს ერთერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი პოლიტიკური მიმომხილველის სტატუსით საქმიანი ადამიანებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს მიმოიხილავს და მისი ბლოგები ასევე Forbes Georgia –ს გამოცემებშიც დაიბეჭდება.

BMG გუნდისთვის პატივია გაუწყოთ ეს სიახლე და მივესლმებით ბუკა პეტრიაშვილის შემოერთებას ჩვენს გუნდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები