მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალფა: იმ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს აზღვევენ, ბიუჯეტის გაზრდა მოუწევთ

58a68b0eb2867
ელენე გოგბერაშვილი
17.02.17 09:31
1629
სადაზღვევო კომპანია "ალფას" გენერალური დირექტორი მთავრობის 73-ე დადგენილების ამოქმედებით მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს. როგორც მაკა სონღულაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით ახალ რეალობაში არსებული სადაზღვევო პაკეტის ფასი ვეღარ დაფარავს იმ რისკებს, რასაც საყოველთაო იზიარებდა. შედეგად კომპანიებს, ვინც აზღვევს თანამშრომლებს, მოუწევთ ამ მიმართულებით მეტი დაფინანსების გამოყოფა.

"როცა იყიდება კორპორატიული დაზღვევა დათვლილია ის რისკი, რომელიც განაწილებულია საყოველთაო დაზღვევის პოლისზეც. შესაბამისად გაუქმდება და გაძვირდება არამარტო ინდივიდუაური დაზღვევა, არამედ კომპანიებს, ვინც აზღვევს თანამშრომლებს, მოუწევთ ბიუჯეტის გაზრდა, რადგან არსებული ფასი იმ რისკებს ვეღარ დაფარავს, რადგან ვეღარ მოხდება ჩვენი რისკების საყოველთაო პროგრამასთან გაზიარება", - აცხადებს სონღუაშვილი.

მისი თქმით, მიღებული დადგენილებით იზღუდება ასევე მოსახლეობის უფლება, ჰქონდეს კერძო დაზღვევა თუ სარგებლობდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

"2017 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, თუ ბენეფიციარს ჰქონდა კორპორატიული ან კერძო დაზღვევა, ამოვარდნილი იქნება 2017 წლის 1-ლი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბაზიდან. რთული სიტუაციაა, რადგან მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ გადაწყვიტოს იყოს საყოველთაო პროგრამის დაფარვის ქვეშ თუ იყიდოს კორპორატიული დაზღვევა", - განმარტავს "ალფას" გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები