გასულ კვირას ბმჯის ოფიციალურ სოციალურ გვერდზე შემოვიდა შეტყობინება კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც წერდნენ, რომ კომპანია "ალფა სახლმა" მათ მიმართ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა. საუბარია ნუცუბიძის 77 ნომერში მშენებარე პრემიუმ კლასის პროექტზე, რომელიც 242 მობინადრეზეა გათვლილი და აერთიანებს თანამედროვე ადამიანისა და ცხოვრების წესზე მორგებულ საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის ოლიმპიური სტანდარტის 25 მეტრიანი საცურაო აუზს და სატრენაჟორო დარბაზს. ადამიანები, რომლებმაც ბინა ამ კომპლექსში, ამ უპირატესობების არსებობის გამო შეიძინეს, ამბობენ, რომ კომპანიამ კომპლექსში აუზის ფუნქციონირება გადაიფიქრა.
სტუმრები:
- გურამ ხომერიკი - "ალფა ნუცუბიძის" მობინადრე;
- ირინე მელიმონაძე - Lemons Group-ის დამფუძნებელი;
- ლაშა უფლისაშვილი - blc-ის პარტნიორი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად;