"ალიანს ჰაილენდსი" - "ალიანს ჯგუფის" კიდევ ერთი ინოვაციური, ალპური-ტიპის კონცეფციის მქონე კომპლექსია, რომელიც კურორტ გოდერძიზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრის სიმაღლეზე შენდება. პროექტი საბაგიროდან 60 მეტრში მდებარეობს და აერთიანებს საერთო პოდიუმით დაკავშირებულ თაუერებს, საინვესტიციო ლოფტ რეზიდენციებს, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურულ კომპონენტებსა და დამოუკიდებელ, სრულად ფუნქციონირებად სასტუმროს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას, რეკრეაციული უძრავი ქონებისადმი მზარდი ინტერესი, კურორტის 4-სეზონურობა და თანამედროვე, მაღალი კლასის საკურორტო ინფრასტრუქტურა განაპირობებს.
კომპლექსის Presale გაყიდვები, უკვე დაიწყო, რომელიც მოქნილი გადახდის პირობებითა და ინვესტირების საწყისი ეტაპის ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა.
სტუმარი: გიორგი პაპუნაიშვილი - „ალიანს ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად;