სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია ალიანს ჯგუფს, უმსხვილეს სასტუმროთა ქსელ Wyndham Hotels & Resorts-სა და ამერიკულ მმართველ კომპანია აიმბრიჯ ჰოსპიტალიტი ი ემ ი ე-სშორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ალიანს ჰაილაინის C თაუერში ვინდამის ყველაზე მაღალსეგმენტური, Wyndham Grand Residence-ის ბრენდული საინვესტიციო აპარტამენტები განთავსდება, ხოლო ლენდმარკ კომპლექსის მენეჯმენტს ეიმბრიჯ ჰოსპიტალიტი ი ემ ი ე უზრუნველყოფს.
თბილისში პირველი წარმომადგენლობითა და ლიდერ სტუმარმასპინძლობის ბრენდებთან კოლაბორაციით, ამ ტიპის საინვესტიციო ბრენდული რეზიდენციის შეძენას ინვესტორები ექსკლუზიურად ალიანს ჰაილაინში შეძლებენ.