ალიანს ჯგუფსა და Hospitality Investment Forum-ს შორის, 18 თებერვალს, პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს, ხელი მოაწერეს ალიანსის კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ და HIF-ის დამფუძნებელი კომპანიის, Stone Development-ის CFO-მ, კარინე მუსაილოვამ.
საერთაშორისო დეველოპერული კომპანია Stone Development, ახორციელებს თანამედროვე საინვესტიციო, თუ კომერციულ პროექტებს.
სექტორული ექსკლუზიურობით, მემორანდუმი საფუძველს უყრის თანამშრომლობას, რომელიც ალიანს ჯგუფსა და Hospitality Investment Forum-ს შორის, საერთო ინიციატივების განხორციელებასა და კოლაბორაციულ ზრდას უზრუნველყოფს.
HIF-თან პარტნიორობა, ქმნის უნიკალურ პლატფორმას - ინოვაციური იდეებისა და რეგიონის სტუმარმასპინძლობისა, თუ საინვესტიციო პერსპექტივების გასაზიარებლად, მსოფლიო ასპარეზზე.




























