უმსხვილესი ჩინური ონლაინ-მაღაზია Alibaba ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაში მოხვდა. მიზეზად ონლაინ მაღაზიის მიერ დიდი რაოდენობის არალიცენზირებული პროდუქციის გაყიდვები დასახელდა. "ალიბაბა ჯგუფის" დირექტორმა მაიკლ ევანსმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო "გაღიზიანებულია". მისი თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, გადაწყვეტილება ფაქტებზეა დაფუძნებული, თუ პოლიტიკურად მოტივირებულია.
დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიაში არაერთხელ განაცხადა, რომ რომ ჩინური კომპანიები ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას არღვევენ.

























