ჩინური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში ელექტრონული კომერციის ყველაზე მსხვილმა პლატფორმამ Alibaba კრიპტოვალუტის მოპოვების პლატფორმა აამოქმედა, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და მას ჭორი უწოდეს.
სერვისი P2P node კონტენტის გადაცემის ქსელი (Content Delivery Network) აღმოჩნდა. ჩინურმა ინტერნეტ-გიგანტმა ისიც დასძინა, რომ კრიპტოვალუტის გამოშვებას არ გეგმავს და მაინინგით არასდროს დაკავდება.
Tencent News-ის ცნობით, სერვისის მომხმარებელს საშუალება ექნებოდა მაინინგისთვის Alibaba-სგან ექირავებინა ელექტროენერგია.
Twitter-ის ჩინურ ანალოგის Weibo მიკრობლოგზე Alibaba-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაინინგისთვის განკუთვნილ პლატფორმას არასდროს შექმნიან. მათვე თქმით, სერვისი P2P Nodes მხოლოდ კონტენტის გადაცემის ქსელს წარმოადგენს.

























