ჩინეთში ელექტრონული კომერციის ყველაზე მსხვილი პლატფორმის Alibaba წლიური მოგება 2016 წლის მესამე კვარტალში 38%-ით გაიზარდა და 17.16 მილიარდი იუანი (2.47 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.
კომპანიის შემოსავალი გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში 54%-ით 53.25 მილიარდი იუანამდე (7.67 მილიარდ აშშ დოლარი) გაიზარდა, რაც Alibaba-ს ყოველი წლის 11 ნოემბერს „უცოლო მამაკაცების დღისადმი მიძღვნილ აქციას“ უკავშირდება. გასულ წელს 24 საათიანი ფასდაკლების აქციის ფარგლებში პირველ 5 წუთში კომპანიის მოგებამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2015 წელს ამ დღის ტრანზაქციები 60%-ით გაიზარდა და 91.2 მილიარდი იუანი (13.5 მილიარდი დოლარი) შეადგინა.

























