ამერიკისა და ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟებზე უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის, Alibaba-ს, JD-სა და Baidu-ს აქციები მკვეთრად ეცემა.
ჩინური კომპანიებს აქციების ფასების შემცირების მთავარი მიზეზი აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც შემდეგი ჩინური კომპანიების - Yum China Holdings-ის, ACM Research-ის, BeiGene-ისა და Zai Lab-ის ამერიკული საფონდო ბირჟებიდან მოკვეთას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებელ ორგანოს არცერთ მსხვილი ტექნოლოგიურ კომპანიაზე არ შეუჩერებია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის უფლება, ინვესტორთა ნაწილი შიშობს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე აშშ-ის შემდეგ სამიზნედ, შესაძლოა, უმსხვილესი ჩინური კომპანიები იქცნენ.
SEC-ის გადაწყვეტილების გავრცელებიდან რამდენიმე საათში Alibaba-ს ღირებულება 7.9%-ით შემცირდა, JD-ის თითქმის 16%-ით, ხოლო Baidu-ს აქციების ფასი 6.3%-ით დაეცა.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, აქციების ფასების ვარდნა ბაზარზე შექმნილ პანიკას უკავშირდება და მსხვილ ჩინურ კომპანიებს აშშ-ს საფონდო ბირჟებიდან მოკვეთის საშიშროება არ ემუქრებათ, ფასების მკვეთრი კორექცია კი ინვესტორთათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის, მათ შორის, Alibaba-სა და სხვა მსხვილი ჩინური ორგანიზაციის აქციით და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.




























