მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალიევი ამბობს, რომ უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე მან ასევე თქვა, რომ უკრაინა და აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში.

ანდრე სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ალიევთან ღია და დეტალური საუბარი ჰქონდა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და მიმდინარე პროცესებზეც. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანი მონაწილეობას მიიღეს 10-11 ივლისს რომში დაგეგმილ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. ამ კონფერენციის მიზანია უკრაინის რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები