მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალიევი, ფაშინიანი, ლუკაშენკო... - ვინ მიულოცა ყაველაშვილს?

პრეზიდენტი

"ქართული ოცნების" მსგავსად, არჩევნების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმაც მხოლოდ რამდენიმე ლიდერის მილოცვა მიიღო.

BMG გთავაზობთ მილოცვებს, რომლებიც ამ დროისთვის "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

"გულმხურვალედ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა დონეზე. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე",- დაწერა ფაშინიანმა.

I warmly congratulate Mikheil Kavelashvili on his election as President of Georgia.

Armenia looks forward to strengthening our strategic partnership and advancing cooperation across all levels. Wishing him every success in this vital role! 🇦🇲 🇬🇪

— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) December 14, 2024

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

"გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ემყარება ჩვენი ხალხების ნებას, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ატმოსფეროში, ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია ასეთ ძლიერ საფუძვლებზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, ახლა სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.

დარწუმნებული ვარ, რომ არ დავიშურებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის",- წერია ალიევის მისალოც წერილში.

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკო

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის აღდგენა ხელს შეუწყობს ბელორუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენი გეგმების წარმატებულ განხორციელებას და ახალ მიღწევებს თქვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია ლუკაშენკოს მილოცვაში.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი

"გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გულწრფელად გისურვებთ წარმატებით და წინდახედულად შეასრულოთ საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობები, რომელიც გაკისრიათ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისადმი თქვენი დაუღალავი ერთგულებით გაამართლებთ თქვენს მიმართ გამოვლენილ ნდობას. იმ დროს, როცა მსოფლიო ბევრი მძიმე და კომპლექსური გამოწვევის წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოების ლიდერები მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ამ გზაზე გეყოლებათ საიმედო პარტნიორი და მეგობარი სერბეთში.

იმედი მაქვს, რომ თქვენი მანდატი ახალ შესაძლებლობებს მოუტანს სერბეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში. ამიტომ, გეპატიჟებით ეწვიოთ მეგობრულ სერბეთს, რაც დამატებით იმპულსს შექმნის ჩვენი საერთო ურთიერთობების განმტკიცებისთვის",- წერია მილოცვაში.

უნგრეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ირანი... - ვინ მიულოცა “ქართულ ოცნებას”?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები