მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალიევი: მიუხედავად ეკონომიკის შემცირებისა, აზერბაიჯანი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა

57836cff51858
BM.GE
11.07.16 13:53
2040
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველი ნახევარში ქვეყნის ეკონომიკაში 6.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

"მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მშპ შემცირდა, ჩვენ სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე ნავთობის სექტორში ზრდა გვაქვს. გასული 6 თვის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკაში 6.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. აზერბაიჯანი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა", - აღნიშნავს ილჰამ ალიევი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ქვეყანაში 78 ათასი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მისი თქმით, სოციალური პროექტების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები