აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, საჯარო მოხელეების ხელფასები მნიშვნელოვნად, ზოგიერთი თანამდებობისთვის კი ყოველთვიური ანაზღაურება სამჯერ გაიზარდა. ამავდროულად, პრეზიდენტის ხელმოწერილი ბრძანებით დადგინდა, რომ არსებული პრემიები და სხვა დამატებითი შეღავათები გაუქმდება. ამის შესახებ OC Media წერს.
დოკუმენტს ალიევმა ხუთშაბათს მოაწერა ხელი.
ახალი წესის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ყოველთვიური ხელფასი - 17,000 მანათი (10,000 აშშ დოლარი), პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის ხელფასი - 15,950 მანათი (9,400 აშშ დოლარი) და პრემიერ-მინისტრის მოადგილისთვის - 14,850 მანათის (8,750 აშშ დოლარი) ოდენობის ხელფასი განისაზღვრა. სხვა თანამდებობებზე, მაგალითად, გენერალური პროკურორის თანამდებობებზე, ყოველთვიური ანაზღაურება მნიშვნელოვნად 3,000 მანათიდან (1,650 აშშ დოლარი) 13,750 მანათამდე (8,100 აშშ დოლარი) გაიზარდა.
ასევე, დადგენილების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 3000 მანათიდან (1700 აშშ დოლარი) 12000 მანათამდე (7000 აშშ დოლარი), ხოლო ცესკოს წევრების ხელფასები 2200 მანათიდან (1300 აშშ დოლარი) 9000 მანათამდე (5300 აშშ დოლარი) გაიზარდა.
მაღალი თანამდებობის პირებს ხელფასები ალიევის მიერ ხელმოწერილი კიდევ ერთი დადგენილების შემდეგ მალევე გაუზარდეს, რომლითაც თანამდებობის პირებისთვის ყველა პრემია გაუქმდა. პროსამთავრობო მედია ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობის ხელფასების გამჭვირვალობის გაზრდის უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული.




























