საპილოტე პროექტმა, რომელიც რუსეთის პროდუქციის AliExpress-ზე გატანას შეუწყობდა ხელს, მარცხით დასრულდა,-წერს რუსული “კომერსანტი“.
ჩინური კომპანია დაბალი გაყიდვების მიზეზად გაუმართლებლად მაღალ ფასებსა და ორიგინალობის ნაკლებობას ასახელებს. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის კომპანიების ფასები ჩინური კომპანიების ფასებს რამდენჯერმე აღემატება.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად 466 ადგილობრივი კომპანია მოიწვიეს. აქედან 369 კომპანიამ უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ისინი ინტერნეტ-გაყიდვებით არ ინტერესდებიან.
მანამდე რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ, პროექტი “რუსეთის Alibaba“ დააანონსა, რომელიც რუსეთის საქონლის საზღვარგარეთ გასაღების ონლაინ პლატფორმა უნდა იყოს.

























