მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალიკაპის ან საბელის გარეშე შინაური ცხოველის გასეირნებისთვის დაწესებული ჯარიმა იზრდება

6458f0868edb9
BM.GE
08.05.23 17:00
752
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, პარკებში ან ღია სივრცეებში შინაური ბინადარი ცხოველების ალიკაპის ან საბელის გარეშე გასეირნებისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმები იზრდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრთა ინიციატივით მომზადდა.

„პარლამენტში მუშავდება ახალი კანონპროექტი, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტის მიღებას გარკვეული დრო სჭირდება, პარლამენტის წევრთა ინიციატივით კანონპროექტი მომზადდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევა. საკითხი ეხება შინაური ცხოველების პარკში და ღია სივრცეში სეირნობას. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ძაღლების სეირნობა საბელის ან ალიკაპის გარეშე, რასაც ხშირად თან სდევს პრობლემები - ძაღლების ჩხუბი და პატრონიანი ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები აღნიშნულ საკითხს აკონტროლებენ, ვფიქრობთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ იგი მეპატრონეებისთვის შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია ორი პირობა, რომ შინაური ბინადარი ცხოველი სასეირნოდ უნდა გაიყვანოს მეპატრონემ ალიკაპით ან საბელით და ხშირია, რომ ამ პირობების დაცვა არ ხდება. პარლამენტის წევრთა ინიციატივით მომზადებული კანონპროექტით, მოქმედი ადმინისტრაციული ჯარიმა, რომლის ოდენობაც 20 ლარს შეადგენს, 150 ლარამდე გაიზრდება, რაც ვფიქრობთ, რომ შემაკავებელი ეფექტის მომტანი იქნება. ამასთანავე, ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი ქმედება 300 ლარით დაჯარიმდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები