მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურა იცვლება

58ff8795e9c11
BM.GE
25.04.17 21:27
1652
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე, იცვლება აქციზის გადასახადის სტრუქტურა ალკოჰოლიან სასმელებზე.

"ამ საკითხზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით. მნიშვნელოვანია, როგორც ლუდის, ისე სპირტიანი სასმელების დაბეგვრა. აღნიშნული ნაბიჯით, ამ შემოთავაზებით ჩვენ, პრაქტიკულად, ვუახლოვდებით ევროკავშირის კანონმდებლობას და შესაბამისად, ჩვენ წარმოებას ვაძლევთ შესაძლებლობას, რათა განვითარდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სპირტიანი სასმელების აქციზით დაბეგვრა განხორციელდება მასში ალკოჰოლის შემცველობიდან გამომდინარე - ლუდის შემთხვევაში, ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებლით, ხოლო ეთილის სპირტის შემცველ საქონელზე - სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები