მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალკოჰოლის ნაცვლად მარიხუანა - ამერიკაში კანაფის ლეგალიზებამ ინვესტორების ქცევა შეცვალა

5b8a7cf4822a9
BM.GE
01.09.18 18:23
3761
ჩრდილოეთ ამერიკაში კანაფის ლეგალიზებამ ინვესტორების ქცევა შეცვალა. ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები უკვე სერიოზულად წუხან მარიხუანას ლეგალიზების გამო.

როგორც ბრიტანული გამოცემა Telegraph წერს, სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზაციამაც კი ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები შეამცირა.

გამოცემის ცნობით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ალკოჰოლის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებელი Diageo მოლაპარაკებებს აწარმოებს კანაფის კანადურ მწარმოებლებთან, რამდენადაც ქვეყანაში 17 ოქტომბრიდან მარიხუანის სრული ლეგალიზება მოხდება. ამის პარალელურად არაალკოჰოლური სასამელების მწარმოებლები, მათ შორის „კოკა-კოლა“, ეძებენ გზებს მარიხუანის გამოყენებით სასმელის დამზადებისთვის.

ლუდის მწარმოებელმა Corona-მ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა განცხადება, რომ ინვესტიციებს კანადური სამკურნალო მარიხუანის წარმოებაში ჩადებს, საუბარია კანაფის მწარმოებელ კომპანია Canopy-სთან 4 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებაზე. Heineken-მა კი უკვე გამოუშვა სასმელი მარიხუანის გამოყენებით, რომელიც კალიფორნიაში ქილა 8 დოლარად არის ხელმისაწდომი.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, კონექტიკუტისა და ჯორჯის შტატის უნივესტიტეტების კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ ალკოჰოლის მოხმარება 15%-ით შემცირდა.