მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალკოჰოლური სასმელების რუსეთში ექსპორტირების წესები იცვლება

5b23d4eb78aa0
BM.GE
15.06.18 19:00
2312
1 ივლისიდან ალკოჰოლური სასმელების რუსეთში ექსპორტირება ქართველ მწარმოებლებს შეცვლილი რეგულაციების მიხედვით მოუწევთ. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ კომპანია „სოფთმასტერ ტრეიდის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გაფრინდაშვილმა და პროექტების მენეჯერმა ნიკოლოზ ქაჩლიშვილმა ისაუბრეს. ახალი დადგენილების მიხედვით მწარმოებლებს მოუწევთ ყუთებისა და პალეტების ეტიკიტირება ახლებური წესით, რომლის შესაბამისად უნდა მოხდეს მთელი რიგი ცვლილებების გატარება აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირების მიმართულებით.

კერძოდ, ცვლილება გულისხმობს, რომ ახალი ტიპის რუსულ აქციზურ მარკებზე დატანილია უნიკალური შტრიხკოდები (Data Matrix და PDF 417 ), სავალდებულო ხდება თითოეული მათგანის დასკანირება და მათი დაწყვილება ყუთებისა და პალეტების შტრიხკოდებთან, რომლებიც თავისთავად უნდა იყოს ყველა ყუთისა და ყველა პალეტისათვის უნიკალური. ასევე უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის სპეციალური ფორმატის მომზადება და მისი გადაგზავნა რუს პარტნიორ/მომხმარებელთან. მთავარი პრობლემები, რომელთა წინაშეც შესაძლებელია, ქართველი ექსპორტიორები აღმოჩნდნენ რეგულაციების ამოქმედების შედეგად, როგორც რესპოდენტები მიუთითებენ არის ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის საწარმოების ტექნიკური და პროგრამული მოუმზადებლობა და არაინფორმირებულობა ცვლილებების შესახებ.„რუსეთის ბაზარზე ექსპორტიორი ალკოჰოლის მწარმოებლები პრობლემების წინაშე დადგებიან, თუ მომზადებულები არ შეხვდებიან ახალ რეგულაციებს. ქართული კომპანიები უნდა განვითარდნენ ტექნოლოგიურად და მოაწყონ სისტემები ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მათი მიბმა რუსეთში დანერგილ სისტემასთან,“ - აცხადებს ნიკოლოზ ქაჩლიშვილი.
იმისათვის, რომ საწარმოები სრულად გადაეწყოს ახალ მოთხოვნებზე, როგორც ტექნიკური, ისე პროგრამული თვალსაზრისით, „სოფთმასტერ ტრეიდი“ მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სრულ და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს. „კომპანიებს მათი სპეციფიკიდან - წარმოების ხაზის, მოცულობისა და დატვირთვიდან, გამომდინარე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ. აღნიშნულ პროცესში მთავარია სამი მიმართულება - სკანირება, ეტიკეტირება და ე.წ თაჩ სისტემების სტაციონარული მონიტორები. ჩვენს მომხმარებელს სრულ სერვისს ვთავაზობთ ახალი გამოწვევების შესაბამისად ადაპტირებისთვის“ - აცხადებს ნინო გაფრინდაშვილი.

როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „სოფთმასტერ ტრეიდის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს
დამსაქემებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები