2023 წლის 30 ნოემბერს ორბელიანის ბაზარში ალკორიუმის პირველი ღვინის მაღაზია-ბარი გაიხსნა, რომელიც აერთიანებს როგორც ქსელში არსებულ ღვინის მწარმოებლებს, ისე კონკრეტულად ღვინის ბარისთვის შერჩეულ მცირე მარნებს და უცხოურ ღვინოს.
ალკორიუმის მაღაზია-ბარი ქსელის სხვა მაღაზიებისგან განსხვავებული კონცეფციით გამოირჩევა, რადგან იგი ორიენტირებულია მხოლოდ ღვინოზე და ღვინის პროდუქტებზე და გარდა ამისა, კომპანიისთვის ბარის ტიპის ობიექტიც სიახლისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ობიექტზე მისულ მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს სხვადასხვა ტიპის ღვინო ადგილზე, ბართან და განიტვირთოს მეგობრებთან ერთად სასიამოვნო გარემოში.
ღვინის მაღაზია-ბარში წარმოდგენილი პროდუქტებიდან აღსანიშნავია როგორც ქართული ადგილწარმოშობის და ჯიშური ღვინოები, ისე უცხოური ჯიშები საფრანგეთის, იტალიის, ახალი ზელანდიის თუ სხვა ღვინის რეგიონებიდან.
ალკორიუმი ყველაზე დიდი ალკოჰოლური სასმელების ქსელია საქართველოში, რომელიც 3000-მდე სახეობის მსოფლიო ბრენდს და ადგილობრივ ალკოჰოლურ ნაწარმს აერთიანებს; მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, კომპანია გამოირჩევა საუკეთესო ფასით და მრავალფეროვანი შეთავაზებებით სასმლის ყველა კატეგორიაზე.