მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ალკორიუმის” შემოსავლების ზრდამ 2020 წელთან შედარებით მიმდინარე წელს 50%-ს გადააჭარბა

61c9caec22a6d
მარიამ იზორია
27.12.21 22:53
885
ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელის “ალკორიუმის” შემოსავლების ზრდამ 2020 წელთან შედარებით მიმდინარე წელს 50%-ს გადააჭარბა.

როგორც "ალკორითეილ გრუპის" ბიზნესის განვითარების დირექტორმა რევაზ ფერაძემ bm.ge-ს განუცხადა, შემოსავლების ნიშნულმა 2019 წლის ნიშნულსაც გადააჭარბა. მისივე განმარტებით, შემოსავლების დადებით დინამიკაზე ქვეყნის გახსნამ და მაღაზიების დახურვის გარეშე ოპერირებამაც იმოქმედა.

ამასთან, როგორც კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორმა აღნიშნა, ამ დროისთვის სექტორის მთავარ პრობლემებად, ვალუტის კურსი, ალკოჰოლის აქტიური სეზონის გამო დისტრიბუტორების მხრიდან პროდუქტის შეფერხებული მიწოდება და კადრების დეფიციტი რჩება.

„2021 წელი კომპანიისთვის საკმაოდ კარგი წელი იყო, 2020 წელთან შედარებით ჩვენი შემოსავლების წლევანდელმა ზრდამ 50%-ს გადააჭარბა, წლევანდელმა მონაცემებმა 2019 წლის ნიშნულსაც გადაუსწრო. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პოზიტიური ფაქტორებით არ არის გამოწვეული, ინფლაცია ჩვენს ინდუსტრიასაც შეეხო, დისტრიბუტორებმა ფასები 15%-მდე გაზარდეს, ფასების მატებამ კი ბრუნვაც გაზარდა. ასევე, შარშან დაახლოებით მარტიდან მაისამდე დაკეტილები ვიყავით, წელს ეს პრობლემა არ გვქონია და მთელი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, ამანაც გარკვეული გავლენა იქონია შემოსავლებზე. უნდა აღინიშნოს ტურისტული სეზონიც, რომელიც წელს შედარებით გააქტიურდა, რამაც პროდუქტზე, განსაკუთრებით კი ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნა გაზარდა“, - განმარტავს რევაზ ფერაძე.

ინფორმაციისთვის, „ალკორითეილ გრუპი“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით 35 “ალკორიუმს” და 5 ვისკის სახლს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები