მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალმათიში ინტერნეტთაღლითობის ბრალდებით ქოლცენტრში მომუშავე 24 ქართველი დააკავეს - მედია

6447d551c2d9e
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.23 17:34
884
ალმათის პოლიციამ ინტერნეტ-თაღლითობის ბრალდებით 24 საქართველოს მოქალაქე დააკავა, ისინი ქოლცენტრებში მუშაობდნენ. ინფორმაციას ყაზახური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ალმათიში ქალაქის პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა ინტერნეტთაღლითების ქოლცენტრი გამოავლინეს. გატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს 24 მოქალაქე“, - განაცხადა ჟანდოს სიუნბაიმ.

ყაზახური გამოცემა იუწყება, რომ ბანკების ან სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა სახელით განხორციელებული სატელეფონო ზარები ყაზახეთში თაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. ყაზახეთის შსს-ს მონაცემებით, ქვეყანაში წლის დასაწყისიდან დღემდე მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებმა სხვა ქვეყნიდან შემომავალი 15 მლნ-ზე მეტი ასეთი ზარი აღკვეთეს. ამასთან, 3 თვის განმავლობაში ყაზახეთში სატელეფონო თაღლითობასთან დაკავშირებული 400-ზე მეტი დანაშაული გამოავლინეს, რომლებიც ბანკის თანამშრომლების სახელით რეკავდნენ. ყველაზე ხშირად ისინი ყაზახეთის მოქალაქეებზე ონლაინ-სესხებს აფორმებდნენ.

ასეთი დანაშაულის შემცირების მიუხედავად, თაღლითები ახალ გზებს ეძებენ და WhatsApp-ის მესენჯერით ყაზახებს ურეკავენ და საეჭვო ოპერაციების შესახებ აფრთხილებენ. თანხის შენარჩუნების მიზნით, მსხვერპლს თანხები ე.წ. უსაფრთხო ანგარიშზე გადააქვთ, საიდანაც თაღლითები თანხებს ხსნიან.

„დარწმუნებული ყაზახეთის მოქალაქეები თავადვე აფორმებდნენ სესხებს, ან თაღლითების კარნახით აყენებდნენ ტელეფონში დისტანციური დაშვების აპლიკაციებს და ბანკიდან მიღებულ sms-შეტყობინებებს კარნახობდნენ. ამგვარად თაღლითები, ბანკების მიერ გამოყენებულ უსაფრთხოების ყველა ზომას თავს არიდებდნენ“, - განაცხადა ჟანდოს სუიუნბაიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები