მეხორბლეები შემოდგომაზე დათესილ ხორბალს იმკიან. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე 5000 ტონაზე მეტი ხორბალია რეალიზებული. როგორც მინისტრის მოადგილე ბიემჯისთან აღნიშნავს, 3 - ჯერ მეტი მოსავალი შენახულია. როგორც წისქვილკომბინატებში ამბობენ, წელს მეტი მოსავლის მოლოდინი იყო, თუმცა მოსავლის აღების გვიან დაწყებულმა პროცესმა რაოდენობა შეამცირა.