დაახლოებით 10 დღეში ალოობა დაიწყება, თუმცა მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ფერმერებს შარშანდელი მოსავლის 10-15% ჯერ კიდევ გაუყიდავი აქვთ. მიზეზი ქართულ ხორბალზე დაბალი მოთხოვნაა. ამის პარალელურად, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ბოლო წლების მაქსიმუმზეა. ფერმერები ამბობენ, რომ დაბალი ფასის გამო წისქვილებმა მარაგები გააკეთეს, ადგილობრივი წარმოების მარცვლეული კი იმპორტულს ფასით და ხარისხით კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც ჯერ კიდევ წინა წლის მოსავლის რეალიზაციაც ვერ ხერხდება. სად ხედავს სექტორი გამოსავალს და რა ტენდენციებია მარცვლეულის წარმოების სექტორში.


































