მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალპური კურორტების ლეგენდარული სასტუმროები

ალპურ სათხილამურო კურორტებზე უძრავი ქონების ფასებმა ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა განიცადა. Knight Frank-ის უახლესი კვლევა ცხადყოფს, რომ ევროპის 23 ალპური კურორტის მთავარ სათხილამურო ლოკაციაზე მდებარე სახლების ფასი წინა წელთან შედარებით საშუალოდ 5,8%-ით გაიზარდა. შვეიცარიის პოპულარულ სათხილამურო მიმართულებებზე, როგორიცაა: სენტ მორიცი, კრანს-მონტანა და კლოსტერი - გასულ წელს უძრავი ქონება 7,1%-ით გაძვირდა, ხოლო საფრანგეთის ალპებში ფასების 4,3%-იანი ზრდა ფიქსირდება. ალპების ყველაზე ძვირადღირებული სათხილამურო კურორტი ამ დროის მონაცემებით, შვეიცარიის ყველაზე გლამურული კურორტი გშტადია, სადაც ცენტრალურ უბანში ერთოთახიანი შალეს ფასი კვადრატულ მეტრზე 38 000 ევროს შეადგენს. მეორე ადგილზე კი ასევე შვეიცარიის ალპებში მდებარე კურორტი სენტ-მორიტცია, სადაც უძრავი ქონება ბოლო ორი წლის განმავლობაში 14%-ით გაძვირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები