მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალტა“ - არარეზიდენტი მომხმარებლების წილი გაიზარდა

63be613b0a3ef
თათია კაკიაშვილი
11.01.23 11:22
1015
“2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა “ალტასთვის”, - ამის შესახებ BMG-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია „ალტას“ ელექტრონული კომერციის, გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა გიორგი ჟურულმა განუცხადა, რომელმაც დასძინა, რომ 2022 წელი კომპანიამ გაყიდვების ზრდის ორნიშნა - 20%-ზე მაღალი მაჩვენებლით დაასრულა.

„ალტაში“ აცხადებენ, რომ გასულ წელს კომპანიის ქსელური მაღაზიების და, შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზარდა. ამის მთავარ მიზეზად კი, პანდემიის შემდეგ, შეზღუდვების გარეშე მუშაობა დასახელდა.

„დღეს ჩვენ გაცილებით უფრო მეტ რეგიონში ვართ წარმოდგენილი, ვიდრე მანამდე ვიყავით. ბიზნესის თვალსაზრისით, საკმაოდ ნაყოფიერი და კარგი წელი იყო. 2022 იყო პირველი პოსტკოვიდური წელი და ყველანაირი შეზღუდვების გარეშე ვმუშაობდით. ამ თვალსაზრისით, არანაირი შეფერხება აღარ გვქონდა. საკმაოდ მზარდი, სტაბილური მოთხოვნა იყო ელექტროტექნიკის ბაზარზე, ამ თვალსაზრისითაც, საკმაოდ დადებითი იყო გასული წელიწადი,” - განაცხადა გიორგი ჟურულმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში უცხოელთა შემოდინების შედეგად, ტექნიკის ინდუსტრიაზე დადებითად აისახა და მთლიანობაში „ალტაში“ არარეზიდენტი მომხმარებლების წილი გაიზარდა.

"ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც  კურსს ასტაბილურებს და გარკვეულწილად ფასების ამ დონის შენარჩუნებას ხელს უწყობს, საბოლოო ჯამში კი - ეკონომიკურ ზრდასაც. მოთხოვნა სტაბილურად მზარდია,” - დასძინა გიორგი ჟურულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები