მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ALTA-ს აღმასრულებელ დირექტორად ნოკა ბაინდურაშვილი დაინიშნა

ნოკა ბაინდურაშვილი

ALTA-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. კომპანიის CEO ნოკა ბაინდურაშვილი გახდა, რომელიც აქამდე ALTA-ს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის პოზიციას იკავებდა. ამის შესახებ კომპანიის ახალი ხელმძღვანელი Facebook-ის პირად გვერდზე თავად წერს.

"მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ALTA-ს საუკეთესო გუნდს, განსაკუთრებით ბატონ კახა ჭოველიძეს, ნდობისთვის და ALTA-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობისთვის. ეს გამოწვევა ჩემთვის დიდ პატივთან ერთად მნიშვნელოვან პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს", - წერს ბაინდურაშვილი.

ნოკა ბაინდურაშვილი გახდა შპს ალტას და შპს ალტა რითეილის დირექტორი. მან ამ პოზიციაზე კახა ჭოველიძე შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები