მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალტა": ტელეფონებზე და კომპიუტერებზე მოთხოვნა არ შემცირებულა

5ec5550475413
თათია ჩაფიჩაძე
20.05.20 21:00
2130
„ალტას“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორს გიორგი ჟურულის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ტელეფონებზე, კომპიუტერულ ტექნიკასა და სხვა ტიპის საკომუნიკაციო მოწყობილობებზე მოთხოვნის კლება არ შეინიშნება, თუმცა ასეთივე პოზიტიურად არ გამოიყურება საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების მაჩვენებლები.

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიები უკვე გაიხსნა, კომპანიაში ამბობენ, რომ მომხარებლების აქტიურობა საკმაოდ დაბალია. რაც შეეხება მოლოდინებს, ამ ეტაპზე კომპანიებში უჭირთ პროგნოზების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, შეინარჩუნებენ თუ არა არსებულ ქსელს და თანამშრომლებს.

„ონლაინ შესყიდვების დროს ძალიან გააქტიურდა საკომუნიკაციო საშუალებების შესყიდვა - ნოუთბუქების, კომპიუტერების, ტელეფონების რაც ალბათ განპირობებულია იმით, რომ ადამიანები გადაეწყვნენ დისტანციურ მუშაობაზე და სწავლებაზე.

ჩვენ არ გავჩერებულვართ, სულ ვმუშაობთ, თუმცა ცხადია იმპორტის მაჩვენებლები შეგვიმცირდა იმის გამო, რომ 13 მაღაზიის ნაცვლად ერთი გაყიდვის წერტილი გვქონდა, ახლა 5 დაემატა, მაგრამ მოცულობები სხვაა.

იმდენად გაურკვეველი სიტუაციაა, რომ არ ვიცით რა იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გაიხსნება ყველაფერი, იქნება თუ არა მეორე ტალღა, გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელზეც გვიჭირს საუბარი და დაგეგმა.“ - განაცხადა ჟურულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები