“ალტერსოქსი" მომხმარებლებს ახალ პროდუქტს სთავაზობს.
როგორც BM.GE-ის კომპანიის თანადამფუნებელმა ნინა მენთეშაშვილმა განუცხადა, ახალი პროდუქტი ფერადი, პრინტიანი თასმებია, რომლებსაც მომხმარებლები ექსკლუზიურად მხოლოდ „ალტერსოქსის“ თბილისის ფილიალებში შეიძენენ.
„ესაა „ალტერსოქსის“ და კომპანია “თასმას” ერთობლივი პროდუქტი; თასმები ექსკლუზიურად მხოლოდ „ალტერსოქსის“ ქსელში იყიდება; არის ჩვენი ექსკლუზიური დიზაინები, რაც დავხატეთ. ვცდილობთ, რომ წინდები და თასმები ერთმანეთის მსგავსი იყოს, რომ მომხმარებელმა წინდას თასმაც შეუხამოს“, - განაცხადა ნინა მენთეშაშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, 2019 წლის განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ ექსპორტის მიმართულებით.
„უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან“, - აღნიშნა მენთეშაშვილმა.

























