წინდების მწარმოებელ ქართულ ბრენდ „ალტერსოქსს“ გერმანულ Amazon-ზე ერთ-ერთ კატეგორიაში ბესტსელერის სტატუსი მიენიჭა. „ალტერსოქსი“ ოთხი წელზე მეტია ფუნქციონირებს, Amazon-ზე კი წელიწადზე მეტია, რაც გამოჩნდა. მისი განმარტებით, აღნიშნული პლატფორმის საშუალებით, გარდა გერმანიისა, ბრენდის პროდუქცია ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და ამერიკაში იყიდება, ზოგადად კი, საერთაშორისო ბაზარზე „ალტერსოქსის“ პროდუქცია რამდენიმე ობიექტშია წარმოდგენილი. როგორ მოერგო ბრენდი კოვიდ-რეალობას და რა გამოწვევებია ონლაინ-შოპინგის ეპოქაში?