მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალუმინის და სპილენძის ჯართის ექსპორტი მცირედით გაიზარდა - სტატისტიკა

ჯართი

საქართველოდან ალუმინის და სპილენძის ჯართის ექსპორტი მცირედით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ქვეყნიდან 7,1 მლნ აშშ დოლარის (4,2 მლნ აშშ დოლარის სპილენძის, 2,8 მლნ დოლარის ალუმინის) 1888 ტონა ჯართის და ნარჩენების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 6,4 მლნ აშშ დოლარის 1801 ტონა ჯართი გავიდა ქვეყნიდან. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ამ საქონლის ექსპორტი 7,9 მლნ აშშ დოლარის 1 770 ტონა იყო.

ჯართი ყველაზე დიდი რაოდენობით გადის თურქეთში. მაგალითად, წელს, ორ თვეში ამ ქვეყანაში 2,78 მლნ-ის ალუმინის, და კიდევ 2,74 მლნ აშშ დოლარის სპილენძის ჯართი გავიდა. მათ მოჰყვება ბულგარეთი, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2024 წელს ჯამში 15,5 მლნ აშშ დოლარის ალუმინის, ხოლო 27,3 მლნ აშშ დოლარის - სპილენძის ჯართი გავიდა ქვეყნიდან. 2023 წელს კი ალუმინის - 13,3 მლნ აშშ დოლარის, სპილენძის ჯართის შემთხვევაში კი 27,7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი დაფიქსირდა.

აღსანიშნია, რომ ალუმინის და სპილენძის ჯართის იმპორტი საქართველოში თითქმის არ ფიქსირდება. ამ მხრივ ყოველწლიურად მინიმალური მაჩვენებლებია. რეკორდული წელი 2022 იყო, როცა ქვეყანაში 224 450 აშშ დოლარის 24 ტონა მხოლოდ სპილენძის ჯართი შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები