მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ბიზნესებმა უკვე დააფიქსირეს არჩევნებზე პოზიცია და წააგეს... სხვა ფორმით რომ მოითხოვენ, "გაბევრდებიან" თუ... - წილოსანი

ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, "თავისუფალი ბიზნესის" პლატფორმის საერთო განცხადებას ეხმაურება.

ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლება - ამ მოთხოვნით გუშინ, შეიქმნა პლატფორმა freebusiness.ge, სადაც ბიზნესს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირება შეუძლია. ვებგვერდი BMGTV-ის ეთერში სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა წარადგინა.

"დიდი ჟრიამულით აზიარებენ გარკვეული “ბიზნესების” თავზე ხელაღებულ პოლიტიკურ განცხადებას. ისე, შეგახსენებთ რომ ამ ბიზნესების წარმომადგენლებმა უკვე დააფიქსირეს არჩევნებზე თავიანთი პოზიცია და წააგეს კიდე.

აი, ახლა, სხვა ფორმით რომ მოითხოვენ, „გაბევრდებიან" თუ რა მოლოდინი აქვთ საინტერესოა..." - წერს წილოსანი.

ცნობისთვის, freebusiness.ge-ზე საკუთარი პოზიცია ამ ეტაპზე 391-მა კომპანიამ დააფიქსირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები