ამ ეტაპზე საქართველო ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, - როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა, ამერიკასთან ვჭრობის თემაზე მხოლოდ ექსპერტულ დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
"ჩვენ ამერიკასთან ვაჭრობის სხვადასხვა სფეროებზე ექსპერტულ დონეზე გვაქვს დიალოგი და ამჯერად არ მიდის კონკრეტულად საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არანაირ მოლაპარაკებებს დღეს არ ვაწარმოებთ ამერიკასთან თავისუფლაი ვაჭრობის გაფორმებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამერიკა-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე „ბიზნესკონტრაქტთან“თეთრი სახლის გლობალური ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელმა ბრეტ ბრუენმაც ისაუბრა. მისი თქმით, „აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად ამ მომენტისთვის რთული პოლიტიკური სიტუაციაა".
მისი შეფასებით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები გამოჩნდნენ ამერიკის ბაზარზე დამოუკიდებლად.