მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ ეტაპზე არ არის საჭიროება, რომ საფინანსო ზედამხედველობა გამოყოფილი იყოს ცენტრალური ბანკისგან"

5720978c8fdd9
BM.GE
27.04.16 14:40
2090
კობა გვენეტაძე საფინანსო ზედამხედველობის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "ბიზნესკონტაქტის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, "ამ ეტაპზე, საქართველოში არ არის საჭიროება, რომ საფინანსო ზედამხედველობა გამოყოფილი იყოს ცენტრალური ბანკისგან. ალბათ, ეს უფრო რელევანტური გასულ წელს იყო, როდესაც ქვეყანაში დიდი შოკი იყო ლარის კურსის გაუფასურების თვალსაზრისით, რასაც შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა საბანკო პორტფელის ხარისხზე".
 
შეგახსენებთ, რომ კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში დღეს პირველი ბრიფინგი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართა. კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პუნქტით 7,5%-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები