მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ ეტაპზე ლარის გაუფასურებაზე წნეხი დიდი არ არის”- Galt & Taggart

ლაშა ქავთარაძე

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, მიუხედავად ლარის კურსის ბოლოდროინდელი მცირედი მერყეობისა, ეროვნულ ვალუტაზე გაუფასურების ძლიერი წნეხი არ არსებობს. ეკონომისტ ლაშა ქავთარაძის განმარტებით, ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მაღალი სპეკულაციური მოთხოვნა არ ფიქსირდება.

როგორც ქავთარაძე აღნიშნავს, სავარაუდოა, რომ ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მცირე მოცულობის ინტერვენციები უკვე განახორციელა, თუმცა ზუსტი მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“ჩვენ დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს, თუ რა მოცულობის ინტერვენცია განახორციელა ეროვნულმა ბანკმა, ამას ცოტა დაგვიანებით დავინახავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, იგრძნობა, რომ მცირედი ჩარევები იქნებოდა ეროვნული ბანკის მხრიდან. ლარის კურსი მცირედით გაუფასურდა, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე გაუფასურების წნეხი დიდი არ არის, ანუ ზეწოლა არ არის.

კვლავ მოლოდინი არის, რომ ეს კონფლიქტი იქნება უფრო მოკლე პერიოდში დასრულებული. აქედან გამომდინარე, შესაბამისად არ არის ისეთი აქტიური სპეკულაციები, რომ მაგალითად გადავიდეს ვინმე უცხოურ ვალუტაში და ეს გადასვლა იყოს მაღალი დოზით. რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკი უნდა ჩაერიოს, თუ ლარზე მაგალითად ერთჯერადად იქნება მაღალი შეტევები და ეს შეუძლია გაანეიტრალოს. რა თქმა უნდა, რეზერვები რეკორდულად ისტორიულ მაღალ დონეზეა, 6.7 მილიარდზე და ამის საშუალება ექნება ეროვნულ ბანკს წლის განმავლობაში, თუ მაღალი დოზით იქნება გაცვლით კურსზე შეტევები, მაშინ მოახდინოს მისი განეიტრალება.”-აცხადებს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები