მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე მგონია, რომ ტურიზმის გადასახადის დაწესება ადრეა - ქეთი კვიჭიძე

ქეთი კვიჭიძე

გასტროტურიზმის ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთი კვიჭიძე მიიჩნევს, რომ ტურიზმის გადასახადის დაწესება ჯერ ადრეა. ასე უპასუხა მან BMG-ის ეთერში, გადაცემა #რედაქტ2-ის წამყვანის შესაბამის კითხვას.

„უნდა დაწესდეს თუ არა ტურიზმის გადასახადი? გააჩნია რას მოხმარდება შემოსული თანხა, რისთვის იხდიან, სად წავა ეს თანხა - ეს იქნება მნიშვნელოვანი. თუ თანხები სწორად დაიხარჯება, მომხრე ვიქნები, რომ ლარი კი არა, 5 ლარიც გადაახდევინონ.

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ სად წავა ეს თანხა. ამ ეტაპზე მაინც მგონია, რომ გადასახადის დაწესება ადრეა. არ მგონია ტურისტები ამან დიდად დააფრთხოს, თუმცა მაინც ადრე მგონია. ვფიქრობ, თუ შემოსული თანხა ისევ მოხმარდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მაშინ თანახმა ვიქნები, რომ დაწესდეს. მაგალითად არ გვაქვს საზოგადოებრივ ტუალეტები და ა.შ.“, - თქვა ქეთი კვიჭიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები