მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ ეტაპზე უვადო „მწვანე პასპორტი“, ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯია“ - გაბუნია

61a74877683cf
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.21 14:11
415
"ამ ეტაპზე უვადო „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება, ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ უვადო „მწვანე პასპორტის“ მოწინააღმდეგე მედიკოსთა ჯგუფს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც შეუერთდა, რომელმაც განაცხადა, რომ კოვიდ-გადატანილებისთვის უვადოდ „მწვანე სტატუსის“ მინიჭება უწყებათშორისი საბჭოს სერიოზული შეცდომაა.

თამარ გაბუნია კი აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი ექსპერტების ჯგუფში დავის საგანი თავიდანვე გახდა და უვადო „მწვანე პასპორტის“ განხილვის საკითხი დღის წესრიგში, შესაძლოა, კვლავ დადგეს.

„გადატანის სტატუსი რამდენად შეიძლება უვადოდ და უსაფრთხოდ ჩაითვალოს, ექსპერტების ჯგუფში პირველივე დღიდან დავის საგანი გახდა. დღევანდელი მდგომარეობით, ეს გადაწყვეტილება ამ სახით მივიღეთ, თუმცა მეცნიერული საფუძვლებიდან, ექსპერტების რეკომენდაციიდან და იმ ახალი საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდება, ეს საკითხი შესაძლოა განხილვას დაუბრუნდეს... მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, ეს მაინც წინგადადგმული ნაბიჯია, გამომდინარე იქიდან, რომ იძლევა კოვიდ-გადატანის, ასევე აცრის სტატუსის შეფასების საშუალებას და ასვე მოითხოვს ტესტირებას.

ევროპის ქვეყნებში „მწვანე საშვის“ მოთხოვნები ძალიან სწრაფ ცვლილებებს ექვემდებარება, ბევრმა ქვეყანამ „მწვანე საშვის“ მოთხოვნები ომიკრონის შტამის რისკებიდან გამომდინარე გაამკაცრა, რაც ასევე შესაძლებელია, რომ მიმდინარე რეჟიმში დამატებით განვიხილოთ“, - თქვა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები