მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ამ ფანჯრებზეც მალე გაიკვრება წარწერა - “ქირავდება”- რატომ დაიხურა “ჩაიხანა”

608c28b091d32
ანუკა ჯოხაძე
01.05.21 00:00
1719
რესტორანი „ჩაიხანა N1“ თბილისში დაიხურა. როგორც კომპანიის ბრენდ მენეჯერი BM.GE-სთან ამბობს, ობიექტის დახურვის ძირითადი მიზეზი დღეს სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებული რეგულაციები და შემცირებული მომხმარებელია.

ლევან კირვალიძის თქმით, ზარალი ძალიან დიდი იყო და ამ პირობებში საიჯარო ქირის გადახდაც გართულდა, რის გამოც მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ობიექტი დაიხურა.

“ჩაიხანა" ხუთი წელი და ხუთი თვე ფუნქციონირებდა. ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევაც რომ გავჩერებულიყავით და დაგვეხურა ობიექტი. პანდემიამ ჩვენზეც იმოქმედა. ძალიან ბევრი ბიზნესი დაზარალდა და არც "ჩაიხანა" აღმოჩნდა გამონაკლისი. ძალიან ძნელია პანდემიის პერიოდში ასეთი ბიზნესის შენარჩუნება, იმიტომ რომ დაწესებული გაქვს "კომენდანტის საათი", მომხმარებელი მოდის და არის გაქცევაზე. ძალიან დიდი ზარალი იყო. მათ შორის იჯარის გადასახადი, რომლის გადახდაც არ არის მარტივი, მითუმეტეს ლარის კურსის ამ პირობებში. ამის პარალელურად კი შემცირებულია სტუმრების რაოდენობა, ამიტომ ალბათ ამ ფანჯრებზეც მალე გაიკვრება წარწერა - "ქირავდება", - ამბობს ლევან კირვალიძე, “ჩაიხანას” ბრენდ-მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები