მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ კანონის მიზანი არ არის გამჭვირვალობა”- თამარ ჩუგოშვილი "რუსულ კანონზე"

თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პირველი მოსმენით განიხილავენ "რუსულ კანონს", რომელსაც გუშინ, 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

პარლამენტის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამ კანონის მიღების მიზანი გამჭვირვალობა არ არის და ის სხვა მიზანს ემსახურება. მისი თქმით, სახელმწიფოს სურს, მტრად წარმოაჩინოს ორგანიზაციები, რომლებიც მოპოვებული დაფინანსებით ქვეყანაში დემოკრატიული და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული პროცესებით არიან დაკავებული.

მისი თქმით, თუ ვინმე კანონდარღვევას სჩადის, არ არის აუცილებელი “მტრების რეესტრის” დაარსება, ამისთვის არსებობენ შესაბამისი უწყებები.

“ამ კანონის მიზანი არ არის გამჭვირვალობა, რატომ? პირველ რიგში სახელმწიფოს მიზანი არის როცა გამჭირვალეობაზე ვსაუბრობთ სახელმწიფოს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აქვს შემოფარგლული არეალი, რა შედის მათ უფლებამოსილებაში. სახელმწიფოს ვალდებულება არის პირველ რიგში უზრუნველყოს საკუთარი ხარჯების და ხალხის ფულის ხარჯვის გამჭვირვალობა, ეს არის მათი ვალდებულება. ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან სერიოზულ პრობლემებს, ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც წამყვანი მოსამართლეები უარს ამბობენ რომ მათი დეკლარაციები შემოწმდეს, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, რანაირად შეიძლება ვილაპარაკოთ გამჭვირვალობის სტანდარტზე, როცა მოსამართლე ამბობს, რომ მე უარზე ვარ შეამოწმონ ჩემი დეკლარაცია. სრულიად წარმოუდგენელი რამ არის, ჩვენ რეალური პრობლემები გვაქვს სხვაგან.

პირველ რიგში კერძო სახსრები ბიზნესს როცა ეხება ის დაცული არის და იმის გამჭვირვალეობაზე საუბარიც არ შეიძლება იმიტომ რომ იქ არსებობს კომერციული ინტერესები. არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში პროაქტიურად სწორედ იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი არაფერი არ აქვთ და გრანტების შესახებ ინფორმაცია არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. თუ კი ვინმე სადმე არის და უკანონობას სჩადის, მტრების რეესტრი კი არ უნდა აწარმოო ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ არსებობენ უსაფრთხოების სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ასეთ შემთხვევებზე კანონით დადგენილი რეაგირება,”- ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები