მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კონკრეტულ შემთხვევაში დააანონსებული კრიზისი არ შედგა - თურნავა

თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა BMGTV-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" სტუმრობისას, წამყვანის კითხვას - "რამ წარმოშვა კრიზისი ეროვნულ ბანკში" პასუხობს, რომ "ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაანონსებული კრიზისი არ შედგა". 

მისივე თქმით, ამჟამად არსებულ მდგომარეობაში დიდი წვლილი საქართველოში არსებულმა პოლიტიზირებულმა და პოლარიზებულმა გარემომ ითამაშა. 

"ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუნდაც ტექნიკური ან სამართლებრივი საკითხებით ნაკარნახევი, აღქმულია პოლიტიზირებულად, ეს აღქმების გამო ხდება, აღქმების ამბავი იყო ისიც, რის გამოც ახლა ჩვენ ახსნა-განმარტებების მიცემა გვიწევს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ შინაარსობრივად ეს გადაწყვეტილება არის სწორი, გამართლებულია სამართლებრივად და სრულიად იმის საპირისპიროს ემსახურება, რათაც მოინათლა. მისი რეალური მიზანი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების უკეთ აღსრულებაა", - აცხადებს ნათია თურნავა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნათია თურნავას გადაწყვეტილებით, სებ-მა საგამონაკლისო წესით სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა.