მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ პროექტს თხილის მოყვანის ახალი ტექნოლოგიები შემოაქვს“ - ელჩი Camille Bloch-ის საქართველოში შემოსვლაზე

6028fd509448e
თამთა ჯიჯავაძე
14.02.21 16:32
1726
ეს შესანიშნავი პროექტია, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს კახეთში, - ამის შესახებ შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, პატრიკ ფრანცენმა BMG-სთან ინტერვიუში Camille Bloch-ის საქართველოში დაგეგმილ ინვესტიციაზე საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ამ პროექტს ქვეყანაში შემოაქვს თხილის მოყვანის ახალი ტექნოლოგიები.

„კერძოდ, ნარგავის ფესვი ღრმად ჩადის მიწაში და ღერო უფრო დიდია. ეს კი გაზრდის ხარისხს და მოსავლიანობის მოცულობას, ამავე დროს შეამცირებს მორწყვის საჭიროებებს“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, Camille Bloch-ის პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, - „ეს, როგორც სხვა შვეიცარიული ინვესტიციები, გრძელვადიანი პროექტია, რომელიც სარგებლის მომტანი იქნება მთელი რეგიონისთვის“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში $10-მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს, რათა ქვეყანაში თხილის ბაღები გააშენოს. მთლიანობაში პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს.

“ჩვენთვის მთავარი ინგრედიენტი არის თხილი და არა შოკოლადი” - განაცხადა BMG Chekpoints-ის ეთერში Camille Bloch-ის სტრატეგიული განვითარებისა და შესყიდვების ხელმძღვანელმა რენე მეიერმა დეკემბრის დასაწყისში. მან აღნიშნა, რომ სწორედ ამ ინგრედიენტმა დააკავშირა ის საქართველოსთან. მეირი იხსნებს, როგორი დახმარება გაუწია მას შვეიცარიაში საქართველოს საელჩომ იმისთვის, რათა საჭირო კავშირები დაემყარებინათ ქვეყანაში ბიზნესის დასაწყებად, თუმცა, საბოლოოდ საკუთარი სტრატეგიული მიზნის განხორციელებისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები