მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ საკითხზე კომუნიკაცია ყველა ქვეყანასთან გვქონდა" - ევროკომისიის პრესსპიკერი ო'სალივანის წერილზე

ეუ

ევროკომისიის პრესსპიკერი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანისგან წერილი მიიღო. როგორც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში EU-ს პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აცხადებს, სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით მსგავსი წერილი ყველა ქვეყანამ მიიღო.

"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მიიღო მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად კარგად ასრულებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ყველა საქმიანობას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.

"ნამდვილად ვადასტურებთ, რომ წერილი საქართველოს მთავრობას გავუგზავნეთ. ის შეეხებოდა საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, არ დაეშვა ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა. ამ საკითხზე ყველა ქვეყანასთან გვქონდა კომუნიკაცია, რაც ჩვენი უფრო ფართო, გლობალური ჩართულობის ნაწილია.

საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხს კვლავ ველით და მათ დამატებითი ქმედებებისკენ მოვუწოდებთ, რათა დავრწმუნდეთ რომ რუსეთი არ ცდილობს, გვერდი აუაროს სანქციებს, რომლებიც ეფექტიანად მუშაობს (შესაბამისად, რის გამოც რუსეთი უიმედოდ ცდილობს მათ გვერდი აუაროს)", - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

ო'სალივანის წერილი, რომლის ადრესატებიც "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი არიან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. წერილში EU მადლობს უხდის საქართველოს ყველა იმ ზომისთვის, რომელიც ქვეყანამ მიიღო, რათა რუსეთს სანქციებისთვის არ აერიდებინა თავი.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს თხოვნით მიმართავს, ბლოკში წარმოებულ გარკვეულ პროდუქტზე რუსეთში რეექსპორტიც აკრძალოს. BMG-მ სამინისტროებს მიმართა კითხვით, მოგვაწოდონ სია ან ბმული,უშუალოდ რომელი სასაქონლო დასახელების პროდუქტების (სასაქონლო კოდების) რეექსპორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს EU საქართველოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები