მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები... არასდროს! - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

KGB-ს სპეცოპერაცია - ასე აფასებს "ძლიერი საქართველო" - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე გუშინდელ არჩევნებს.

ხაზარაძე წერს, რომ ეს შედეგი სრულიად მიუღებელია და არასოდეს დაეთანხმება.

"სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები... არასდროს!", - წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა 99.64%-ის ხმები ასე ნაწილდება:

  1. "ქართული ოცნება" - 54.08%
  2. "კოალიცია ცვლილებებისთვის" გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10.92%
  3. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10.12%
  4. "ძლიერი საქართველო" - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის - 8.78%
  5. "გახარია საქართველოსთვის" - 7.76%

როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განაცხადა, შედეგების აღიარებას არ აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები